пятница, 2 сентября 2011 г.

როგორ ვასწავლოთ ქართული ენა ადვილად და სწრაფად არაქართულენოვან თემს?

პროექტის მიზნები:

პროექტი  მიზნად  ისახავს  ხელი  შეუწყოს სოფ. კაპანახჩის  თემის  ზრდასრულ  ახალგაზრდობას  სწრაფად   და  ნაყოფიერად  ქართული   საკომუნიკაციო    ენის    ათვისებაში,რაც  გაზრდის    სამოქალაქო   ცნობიერებას    და   გაუადვილებს   ქართულ
სივრცეში   ინტეგრირებას.
პროექტის  დანიშნულება– კაპანახჩის   საჯარო  სკოლაში   კულტურულ–საგანმანათლებლო  ცენტრის   და მასთან  არსებული  საკვირაო   სკოლის  ამოქმედება.

პროექტის ხანგრძლივობა: ზაფხულის 3 თვე                                 

აქტივობები:

*პროექტის   მონაწილეების   შეკრება–გაცნობა    და   პროექტის    პრეზენტაცია.

*"აზერბაიჯანული  კულტურის  სახლის'"   დათვალიერება  და  პანთეონში 
აზერბაიჯანელ   საზოგადო  მოღვაწეთა   საფლავების    მონახულება.   

*ექსკურსია   "კავკასიის  სახლი".    ძველი    თბილისის   მასალის    მოძიება  და   განმტკიცება.  

*ექსკურსიების   ფოტო–გალერიების  მოწყობა,  მოხსენებების   შთაბეჭდილებების   გაზიარება.     

*სამთავრობო  დაწესებულებების   დათვალიერაბა   პარლამენტი,  კანცელარია.სოფ.  კაპანახჩში    ჩასნლა    იმ  სამიზნე   ჯგუფიბისა,   რომლებიც   იქნებიან  ამ   პროექტში   ჩართულები. 

*მხიარული   სტარტები.   

 *ხატვა–გამოფენა–ძერწვა   

 *კონცერტი   ქართველთა    და    აზერბაიჯანელთა   შესრულებით.    სასურველია    ერთკვირიანი   საზაფხულო    ბანაკის    ამოქმედება    ორივე   მხარის  ჯგუფების    მონაწილეობით.           კულტურულ–საგანმანათლებლო   ცენტრის  გახსნა    კაპანახჩის   საჯარო    სკოლაში.         საკვირაო     სკოლის     წრეების    ამოქმედება:  თემატიკა–ქართული,   როგორც   მეორე   ენა.         ქსოვა–ხატვა–ფერწერა:     ბატიკა–თექვა.    კაპანახჩის    საჯარო  სკოლის   მონაწილეების   ნამუშევრების   გაყიდვა– გამოფენა.   შემაჯამებელი   პრეზენტაცია–კონფერენცია   კაპანახჩის  საჯარო   სკოლაში   ფართო    აუდიტორიის   წინაშე.